ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" დაუპირისპირდება.
გამარჯვების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ "რეკორდმაისტერი" ტიტულის მოპოვებას მოახერხებს, კლუბი ასევე უნიკალურ რეკორდსაც დაამყარებს.
კერძოდ, დღევანდელი მოგება ზედიზედ მე-11 იქნება მიუნხენური გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე, მსგავსი შედეგი კი არცერთ კლუბს არ აქვს მიღწეული.
"ბაიერნმა" ჰაინკესის მეთაურობით 2013 წელს ზედიზედ 10 თამაში მოიგო. იგივე შედეგი "რეალმაც" გაიმეორა 2014-15 წლებში, თუმცა, 11 გამარჯვება ჯერ კიდევ მიუღწეველია.