მიუნხენის "ბაიერნისა" და "პსჟს" დაპირისპირების პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.
საჯარიმოში შესული კინგსლი კომანი წაიქცა და "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელები თერთმეტმეტრიან დარტყმას ითხოვდნენ, თუმცა, მსაჯმა არ დანიშნა.
აღნიშნული ეპიზოდის შესახებ დასკვნა ესპანურმა გამოცემა Marca-მ დადო. ყოფილი ესპანელი არბიტრის თქმით, ფეხბურთელებს შორის კონტაქტი არ ყოფილა, რის გამოც შეხვედრის მსაჯი სწორად მოიქცა როდესაც დარღვევა არ დააფიქსირა.
რაც შეეხება რუდ ვან გულიტისა და არსენ ვენგერის აზრს, მათი თქმით პენალტი უნდა დანიშნულიყო.