რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა, რითაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა შემტევმა, კინგსლი კომანმა 58-ე წუთზე გაიტანა.
მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რიგით მე-11 ფინალი ჩაატარა, თასის მოგება კი ისტორიაში მეექვსედ მოახერხა.