რამოდენიმე წუთის წინ მორჩა ჩემპიონთა ლიგა და ყველა “ბაიერნის” ფანს დაუდგა ის დღე, რასაც შვიდი წელი ელოდა. “რეკორდმაისტერი” მეექვსეჯერ ხდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ამ თამაშის შემდეგ ბევრი ცრემლი დაიღვარა, გუნდის ვერც ერთი ფეხბურთელი ემოციებს ვერ აჩერებს და არც მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანს ჰქონია სხვანაირი რეაქცია, რომელმაც პირველად შეძლო ამ ტიტულის მოპოვება.