ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა, რისი წყალობითაც ტიტულის მოპოვება მოახერხა.
გუნდმა მიმდინარე სეზონში ტრებლის შესრულება მოახერხა, მსგავსი რამ კი კლუბს ისტორიაში კიდევ ერთხელ, 2013 წელს აქვს გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდიდან მიუნხენის "ბაიერნის" დღევანდელ შემადგენლობაში ჯერ კიდევ თამაშობს ხუთი ფეხბურთელი. ესენი არიან: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი და თომას მიულერი.