მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონობის შემდეგ ლეგენდარულმა ნახევრამცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა სოციალურ ქსელში გუნდს გამარჯვება მიულოცა.
"ყველაფერი დასრულდა. თქვენ ეს თასი დაიმსახურეთ. შესანიშნავი გრძნობაა, თითქოს იმ დღეს დავბრუნდი, როდესაც ლიგის თასი აღვმართეთ."
"მოკითხვა ბიჭებს ლისაბონში. ისიამოვნეთ ამ განსაკუთრებული მომენტით." - წერს ბასტი სოციალურ ქსელში.