მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"არასდროს შეწყვიტო ოცნება. არასდროს გაჩერდე, როდესაც დაეცემი. იშრომე ძალიან ბევრი, სანამ მიზანს არ მიაღწევ." - წერს პოლონელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი 15 გოლით ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.