ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგულ "პსჟს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ჩემპიონობის შემდეგ "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი განცხადება გააკეთა.
"ეს გამარჯვება ძალიან ბევრ ადამიანს ეკუთვნის. მთელი სეზონის განმავლობაშ ვხედავდით, რომ შემადგენლობის მრავალფეროვანი არჩევანი იყო, ეს კი ყველა მწვრთნელის ოცნებაა."
"ეს იყო მაღალი ტემპის თამაში მაღალი დონის ფეხბურთელების შესრულებით. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები."
"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს მანუელ ნოიერის სახით. მან არაერთხელ იხსნა გუნდი."
"ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გახლდათ ის, რომ გაეცა კითხვას პასუხი - როგორ შეძლებდა "ბაიერნი" ასეთი შეტევის ხაზისგან თავის დაცვას. ვფიქრობ, ჩვენ ეს წარმატებით მოვახერხეთ." - აცხადებს ფლიკი.