მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა კიპერმა და ახლა უკვე აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა მანუელ ნოიერის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"მანუმ არაერთი მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი თამაშის მანძილზე არ უწევს ჩართულობა, ის მაინც მოწოდების სიმაღლეზეა გადამწყვეტ მომენტებში."
"როდესაც გადახედავ ნოიერის მოგებულ ტიტულებსა და მის დამსახურებას ამ გამარჯვებებში, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგიძლია. ის საუკეთესოა გერმანიის ისტორიაში." - აცხადებს ტიტანი.