ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" UEFA-ს სუპერთასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
"რეკორდმაისტერი" კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა.
UEFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, თამაში 24 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
დიდი ალბათობით, ეს იქნება პანდემიის შემდეგ პირველი ევროთასის შეხვედრა, სადაც გულშემატკივრებს დასწრების უფლება ექნებათ.