მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ "პსჟს" მფლობელმა, ნასერ ალ ხელაიფმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ, არ დავივიწყებთ ამ სეზონის პოზიტივს. არავინ ელოდა, რომ ფინალში გავიდოდით და ჩვენ ეს მაინც მოვახერხეთ."
"სამწუხაროდ, 1:0 დავმარცხდით, თუმცა ვთვლი, რომ მინიმუმ 2-3 გოლი უნდა გაგვეტანა. ძალიან ახლოს ვიყავით. ჩემი ბიჭების გამოსვლით ამაყი ვარ." - აცხადებს ხელაიფი.