ნიკო კოვაჩი, რამოდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ “ბაიერნის” მწვრთნელი იყო, რომელსაც გუნდის დატოვება, “ფრანკფურტთან” წაგებული მატჩშის შემდეგ მოუწია.
ხორვატმა მწვრთნელმა, “Bild”თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელებს და ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა.
“მე ჰანსის მივწერე და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელს და მათ გამარჯვება მივულოცე. მათ არაჩვეულებრივი ჩემპიონთა ლიგის სეზონი ითამაშეს და უბრალოდ საუკეთესო გუნდი იყვნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ “ბაიერნი” დამსახურებულად გაიმარჯვებდა და მათ ეს შეძლეს კიდეც” აცხადებს უკვე “მონაკოს” თავკაცი.