გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"მიულერს და ბოატენგს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ და ყველას აჩვენეს, თუ რა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან გუნდისთვის. თუმცა, მუნდიალის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ახალ ფეხბურთელებს მივცეთ შანსები და ეს აზრი არ შეიცვლება."
"გერმანიას ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან. მათ სჭირდებათ მოტივაცია. შესაბამისად, ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავთ ჩვენი კურსის შეცვლის."
"თუ ამჟამად სხვანაირი სიტუაცია გვექნებოდა, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ვეტერანებს დააბრუნებდა ნაკრებში. მაგრამ, ახლა არაფერი შეიცვლება." - აცხადებს ლიოვი.