ივან პერიშიჩი, 2019 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის “ბაიერნს”, ერთ წლიანი იჯარით შეურთდა.
მან მილანის “ინტერი”, გუნდთან უთანხმოების გამოც დატოვა და “რეკორდმაისტერის” მაისურით ნამდვილად სოლიდური სეზონი ჩაატარა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ანტონიო კონტეს ბოლო კომენტარისა, სადაც იტალიელი სპეციალისტი პერიშიჩს აქებს და ამბობს, რომ მას ხორვატიელის გუნდში დაბრუნება სურს.
ასეა თუ ისეა, გადაწყვეტილება მაინც “ბაიერნის” ხელშია, ხორვატიელის ფასი 20 მილიონია და სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში გავიგებთ მისი მომავლისა და მისი ბედის შესახებ.