მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ მესის კატალონიის "ბარსელონადან" წასვლაზე აგორებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.
"მესის დამატება? არა, ჩვენ არ გადავიხდით თანხებს ამხელა მასშტაბის ფეხბურთელისთვის, რადგან ის არ შეესაბამება ჩვენს პოლიტიკასა და ფილოსოფიას."
"პირადად მე ოდნავ მასევდიანებს იმის მოსმენა, რომ ლეო "ბარსელონას" დატოვებას გეგმავს. მან კატალონიაში უდიდესი ისტორია შექმნა და ვფიქრობ, კარიერა აქ უნდა დაამთავროს." - აცხადებს რუმენიგე.