მანჩესტერ "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ, უეინ რუნიმ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, მომავალ წელსაც პრემიერლიგის მოგებისთვის "სიტი" და "ლივერპული" იბრძოლებენ. სხვა გუნდები გაძლიერდნენ, თუმცა, ისინი უკონკურენტოები არიან."
"მჯერა, რომ მესი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შეგიძლია დაჯდე და უბრალოდ დატკბე მისი ყურებით."
"თუმცა, ამის მიუხედავად მივიჩნევ, რომ ტიაგოს ტრანსფერი "ლივერპულს" უფრო მეტად გააძლიერებს, ვიდრე მესის ტრანსფერი "სიტის". ასეთ შემთხვევაში სეზონი დასრულებული იქნება, მერსისაიდელები უეჭველად მოიგებენ პრემიერლიგას." - აცხადებს რუნი.