რამოდენიმე დღის წინ დასრულდა საკლუბო ფეხბურთის სეზონი, მატჩით რომელიც მიუნხენური კლუბის ფანებს დიდი ხნით ემახსოვრებათ.
“რეკორდმაისტერმა” შეძლო და არსებიდან მეორედ ტრეპლეტი მოიგო და ამ წარმატების ესენციური მიზეზი დავიდ ალაბა იყო, რომელმაც სეზონი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა.
სწორედ ეს გახდა ასევე მიზეზი ფოდას გადაწყვეტილებისა, რომელიც დავიდის დასვენებას მოიაზრებს.
“მე დავიდს და ჰანსის დაველაპარაკე და მივხვდი, რომ მის გარეშე თამაში სჯობდა. მას ფინალის შემდეგ, კუნთები აწუხებს და ჩემი აზრით ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ამიტომაც მე მას მივცემ უფლებას უფრო დიდი ხნით დაისვენოს.”