“ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებით, წლევანდელის სეზონის ბოლო თამაშიც ჩაატარა, რაც ნიშნავს რომ ახლა ეროვნული ნაკრებების თამაშით შეგვიძლია დავტკბეთ.
ნაკრებების დიდმა უმეტესობამ, უკვე გამოიძახა ფეხბურთელები, საფრანგეთის ნაკრები ამ უმეტესობაში ერთ-ერთია. ყველასგან გასაკვირად განაცხადში ვერ მოხვდნენ პავარდი, ტოლისო და კომანი და სწორედ ამ თემაზე გააკეთა მსოფლიო ჩემპიონმა მწვრთნელმა კომენტარი.
“”ბაიერნს” არც ერთი ფეხბურთელის გამოძახება არ აუკრძალავს. თუ მე პავარდი, ტოლისო და კომანი არ გამოვიძახე ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ფიზიკური პრობლემები აწუხებთ. მე ერთი პრინციპი მაქვს, მე არ ვრისკავ ტრავმებს. ლუკას ჰერნანდეს კი არაფერი არ აწუხებდა, რის გამოც ის გამოვიძახე და ითამაშებს” ამბობს ფრანგი თავკაცი.