ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ ნეიმარ ჯუნიორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით ჩემპიონობა "ბაიერნის" ნაცვლად "ბაიერს" მიულოცა.
"მარცხი სპორტის ნაწილია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვიბრძოლეთ ბოლომდე. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის თითოეულ თქვენგანს. და ვულოცავ ბაიერს!" - წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული შეცდომა არ გამოჰპარვია ლევერკუზენული კლუბის Twitter-ის გვერდს და სოც. მედია მენეჯერმა პასუხიც არ დააყოვნა.
"არ ვიცი რატომ გვილოცავ, თანაც ახლა შვებულებაში ვარ და FIFA-ს ვთამაშობ... თუმცა, მადლობა." - წერია "ბაიერის" პოსტში.