მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, მეც და სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც ეროვნული გუნდიდან უკეთეს გაცილებას ვიმსახურებდით, თუმცა, ლიოვის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ."
"ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ყველა შემთხვევაში დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, თუმცა, რეალისტი ვარ და ვხვდები, რომ დღევანდელი მდგომარეობით ეს შეუძლებელია." - აცხადებს ბოა.