წლევანდელი სეზონი მიუნხენური გრანდისთვის, არსებობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სეზონი გამოდგა.
“რეკორდმაისტერმა” “პსჟესთან” გამარჯვებით, არსებობაში მეორედ შეძლო და ტრებლი გაიფორმა. ამ სეზონზე პატარა კომენტარი გააკეთა, მსოფლიოს საუკეთესო შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ.
“მე ძალიან ვამაყობ. მოლოდინები და მიზნები სულ უფრო მაღლები ხდებიან, მე კი ვცდილობ, რომ ისინი უფრო გავზარდო. მე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, როგორც ყოველი კლუბის ფეხბურთელი. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია” ამბობს პოლონელი შემტევი.