ჰანსი ფლიკმა გუნდი, “ფრანკფურტთან” 5-1 დამარცხების შემდეგ ჩაიბარა და “რეკორდმაისტერის” ფანებს 2012/2013 წლიანი “ბაიერნი” შეახსენა.
55 წლის გერმანელმა თავის პირველ პროფესიონალურ გუნდთან ერთად, ყველა ტიტულის მოგება შეძლო და “ბაიერნს” 7 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
სწორედ ამიტომ აირჩიეს ის, საუკეთესო გერმანელ მწვრთნელად, მან 223 ხმაა მიიღო და მეორე ადგილოსან იურგენ კლოპს 59 ხმით აჯობა.