გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა.
"რობერტ ლევანდოვსკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის ძალიან კარგი იყო მთელი წელი, მაგრამ, ჩემთვის 2020 წელს საუკეთესო ფეხბურთელი მანუელ ნოიერი გახლდათ."
"რაც მან ლისაბონში გააკეთა ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, უბრალოდ წარმოუდგენელია. მანუმ ყველა კრიტიკოსი გააჩუმა. ის წარმოუდგენელი მოთამაშეა." - აცხადებს ლიოვი.