მიუნხენის "ბაიერნმა" 2020/21 წლების სეზონისთვის ფეხბურთელების ნომრები გადაანაწილა.
აღსანიშნავია, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნომრები, როგორებიცაა 7 და 10 ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჩაიბარეს.
კერძოდ, ფრენკ რიბერის გზას ამიერიდან სერჟ გნაბრი გააგრძელებს, რომელიც ბოლო სეზონში 22 ნომრის მაისურით ასპარეზობდა.
რაც შეეხება 10 ნომერს, მას როგორც აქამდე გადაწყვეტილი იყო ახალწვეული ლეროი სანე ჩაიბარებს.