28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, “რეკორდმაისტერს” წინა ზაფხულს ერთ წლიანი იჯარის წესით შეურთდა და სამწუხაროდ ის კლუბს ამ ერთი წლის შემდეგ ტოვებს.
მისგან ყველა ბევრად მეტს მოელოდა, სამწუხაროდ მან ვერ შეძლო იმედების გამართლება, რის გამოც “ბაიერნის” ბოსებმა მისი არ შეძენა გადაწყვიტეს.
ამ თემაზე ჰასან სალიჰამიჩიჩმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ ინგერვიუ ჩაწერეს, სადაც ისინი ბრაზილიელს მადლობას უხდიან.
“მან დაამტკიცა, რომ ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო, მისი იჯარის წესით გადმოყვანა. მან ტრებლის მოგებაში, განსაკუთრებულად კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოგებაში ძალიან დიდი წვრილი შეიტანა, რის გამოც მას დიდ მადლობას ვუხდი და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.” ამბობს 64 წლის გერმანელი.
“მართალია კოუტინიოსა და “რეკორდმაისტერის” გზები იყოფიან, მაგრამ მან მაინც შეძლო დაემტკიცებინა რა უმაღლესი დონის ფეხბურთელი და ადამიანია ის. დიდი მადლობა ყველაფრისათვის” აცხადებს ჰასან სალიჰამიჩიჩი.