მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი შეადარა.
"2014 წლის მუნდიალზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიყავი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ყველა შეხვედრის წინ გუნდი დამშვიდებული იყო."
"ახლა სიტუაცია განსხვავებული იყო. ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა და ვფიქრობ, რომ ტურნირზე დაძაბულობაც უფრო მეტი იყო." - აცხადებს ფლიკი.