მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ სარეზერვო გუნდის ერთ-ერთ წევს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯერ-ჯერობით კონკრეტული გვარი არ სახელდება, თუმცა, როგორც ცნობილია ფეხბურთელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და სხვა მოთამაშეებისთვის გადადების საფრთხე არ არსებობს.
"ბაიერნის" მეორე გუნდს პარასკევს, 4 აგვისტოს "ზალცბურგის" წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, ხსენებული მიზეზის გამო მატჩში ჩაიშალა. ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურ რეჟიმში აგრძელებს ვარჯიშს.