ერთა ლიგის პირველ ტურში გერმანიამ ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩისშემდგომ ინტერვიუში ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა UEFA მწვავედ გააკრიტიკა.
"ბიჭებმა ყველაფერი დადეს მინდორზე. ორივე გუნდი ბევრს ცდილობდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქულები ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო დავკარგეთ, თუმცა, მატჩის დროს ბევრი პოზიტივი შეინიშნებოდა ჩვენს თამაშში."
"კორონავირუსის შემდეგ სულ 5 ცვლილება იყო და ახლა რა შეიცვალა? ბევრი ფეხბურთელი პირდაპირ შვებულებიდან ჩამოვიდა ნაკრებში. როგორც მწვრთნელისთვის, ჩემთვის UEFA-ს გადაწყვეტილება ძალიან არასწორია. ეს მოთამაშეების ჯანმრთელობას აზარალებს." - აცხადებს ლიოვი.