“ბაიერნის” არსებობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ისვენებს და ახალ ფეხბურთელებს ეძებს.
ასეთი ფეხბურთელი შესაძლოა, ჰერტას 18 წლის ვარსკვლავი ლაზარ სამარჯიჩი გახდეს, რომელმაც უკვე შეძლო და 3 ბუნდესლიგის მატჩი ჩაატარა.
მისი ღირებულება, ალბათ 10 მილიონზე ნაკლები იქნება, რაც ასევე პრობლემაა, რადგან მასში “ბაიერნის” კონკურენტები, “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “ერბე ლაიფციგი” არიან დაინტერესებულნი.