მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თავისი ბავშვობის კუმირები დაასახელა.
"პირველ რიგში, ტიერი ანრი - მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონდა და ვცდილობდი, რომ მასსავით თამაში მესწავლა.
აგრეთვე ვცდილობდი ვყოფილიყავი ალესანდრო დელ პიერო", - განაცხადა 30 წლის პოლონელმა.
რობერტ ლევანდოვსკი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 232 თამაშში 182 გოლის გატანა მოახერხა.