მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეროი სანემ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
"მიუნხენში დიდი გეგმებით მოვედი. მსურს გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო."
"ზეწოლა 10 ნომრის გამო? ამის გაძლება შემიძლია. არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ზეწოლის შედეგად სუსტდება. ამ მაისურს უდიდესი ისტორია აქვს და მას დიდი ფეხბურთელები ატარებდნენ. მე კი 10-იანი იმიტომ ავიღე, რომ პასუხისმგებლობის აღების არ მეშინია."
"მსურს, რომ ფანები ჩემით აღფრთოვანდნენ. ჩემი მთავარი მიზანი მათი გულის მოგებაა. გულშემატკივრებმა სიამოვნება უნდა მიიღონ ჩემი თამაშით. თუმცა, რა თქმა უნდა ამასთანავე ტიტულების მოგებაც აუცილებელია."
"ული ჰიონესმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ტრანსფერში. თუმცა, არ მსურს დავივიწყო ოლივერ კანი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვა ადამიანები, რომლებმაც ასევე დიდი შრომა გაწიეს."
"ბაიერნის ფეხბურთელებმა უკვე ამიხსნეს ჩვენი ოჯახის მნიშვნელობა და როგორ ხვდებიან ახალ ადამიანებს ამ ოჯახში. სულ რამდენიმე კვირაა რაც ამ გუნდის წევრი ვარ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ოჯახი ვართ." - აცხადებს სანე.