ცნობილმა იაპონურმა თამაშების მწარმოებელმა კომპანია Konami-მ საფეხბურთო თამაშ PES 2021-ისთვის მიუნხენის "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელის რეიტინგი გაამხილა.
როგორც ჩანს, ყველაზე მაღალი შეფასება "რეკორდმაისტერის" მხრიდან რობერტ ლევანდოვსკის ექნება - 92. რაც შეეხება მანუელ ნოიერს, მისი რეიტინგი 89 გახლავთ.
თომას მიულერის სიძლიერე თამაშში 86-ით არის შეფასებული, ისევე როგორც ლეროი სანესი, ალფონსო დეივისს კი 82 რეიტინგი ექნება.
შედარებისთვის, გასული წლის შემდეგ ნოიერისა და მიულერის რეიტინგები არ შეცვლილა, ლევანდოვსკიმ 1-ით მოიმატა, ფონზის რეიტინგი კი ერთბაშად 5-ით გაიზარდა.
რაც შეეხება PES 2021-ის ყველაზე მაღალრეიტინგულ ფეხბურთელს, ეს ლეო მესი იქნება 94-ით.