მიუნხენის "ბაიერნი" ამომავალი ვარსკვლავების ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს.
ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე "რენის" ტალანტი, ჟორჟინიონი რუტერი გამოჩნდა. 18 წლის ფეხბურთელზე დიდი ნადირობა არის გამოცხადებული.
რუტერი პოზიციით თავდამსხმელია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მიმდინარე სეზონში ის "რენის" ძირითად გუნდში დააწინაურეს. გარდა ამისა, საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდის წევრიცაა და 2019 წლის 17-წლამდელთა მუნდიაზე 5 მატჩში 3 გოლიც გაიტანა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფორვარდის შეძენა "ბაიერნის" გარდა ასევე დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ლაიფციგსაც" სურთ.