2019/2020 წლების სეზონი, “რეკორდმაისტერის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა.
“ბაიერნმა” “პესეჟესთან” გამარჯვებით ტრებლი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასიც მეექვსედ აღმართა ჰაერში.
ამ თამაშის შესახებ ახლახან კომენტარი გააკეთა პარიზული გრანდის ლიდერმა კილიან მბაპემ.
“უნდა გაგვეტანა. ჩვენ შანსები გვქონდა, მეც მქონდა ძალიან კარგი შანსი. ვიცოდით რომ ვინც ამ მატჩში პირველ გოლს გაიტანდა, ფინალს მოიგებდა. ასეთი მატჩები არასოდეს არ მთავრდება დიდი ანგარიშით, სამწუხაროა რომ დავმარცხდით.” განაცხადა ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი