მიუნხენის "ბაიერნი" ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" მორიგი სამიზნე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, პედრია.
წყაროს ცნობით, მიუნხენელები ლისაბონში ყოფნის დროს ორჯერ დაუკავშირდნენ 17 წლის ფეხბურთელის თაობაზე კლუბის წარმომადგენლებს და ორივეჯერ უარი მიიღეს.
ახალგაზრდა გარემარბს კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და დიდი ალბათობით, მიუნხენელები ამ შანსის გამოყენებას ეცდებიან.