ცნობილმა თამაშების მწარმოებელმა კომპანია EA Sports-მა FIFA 21-ის რეიტინგები გამოაქვეყნა.
მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი რობერტ ლევანდოვსკის აქვს - 91. აღსანიშნავია, რომ პოლონელ თავდამსხმელს ლიონელ მესისა (93) და კრისტიანო რონალდუს (92) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მთელს თამაშში.
"რეკორდმაისტერის" მხრიდან ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს მანუელ ნოიერსაც - 89. ამ რეიტინგით ის მეკარეებს შორის მეოთხე, საერთო ჩამონათვალში კი მე-16 ადგილს იკავებს. იოზუა კიმიხს 88 აქვს რეიტინგი.
თომას მიულერის შეფასება FIFA 21-ში 86 იქნება, რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას, სერჟ გნაბრისა და ლეროი სანეს, მათ 85 ექნებათ.