მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, დორტმუნდი "ბორუსიასთან" უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ამ თამაშში მნიშვნელოვანი იქნება პასუხისმგებლობისა და დისციპლინის გამოვლინება. მცველებზე ტყუილად არ ვსაუბრობ. მზად უნდა ვიყოთ, მოთამაშეების დონეს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.
"აიაქსის" წინააღმდეგ ამსტერდამში უკეთესები ვიყავით, დორტმუნდში პირველი ტაიმიც ჩვენი იყო, მაგრამ დიდი თამაში ამ სეზონში ჯერ არ მოგვიგია და ამას ხვალ გავაკეთებთ.
მოიგებს გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
ამ მომენტისთვის "რეკორდმაისტერი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ბორუსიას" 2 ქულით ჩამორჩება.
პირველი წრის "დერ კლასიკერი" დორტმუნდელებმა შინ 3:2 მოიგეს.