მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
"პირველ მატჩში ფრე კარგი შედეგი იქნება. მნიშვნელოვანია გოლის გატანა და არა მხოლოდ დაცვაზე ფიქრი.
სალაჰი? მო სალაჰი მარჯვენა ფრთაზე მოქმედებს, სადაც ჩვენ დავიდ ალაბა გვყავს და ის ძალიან სწრაფია. ეს გადამწყვეტი დუელი იქნება.
დავიდში სრულიად დარწმუნებული ვარ - ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მარცხენა მცველია, რომელიც საკუთარ სამუშაოს ყოველთვის კარგად ასრულებს", - განაცხადა კალე რუმენიგემ.
"რეკორდმაისტერი" მერსესაიდულ გრანდს მომდევნო კვირას, 19 თებერვლის საღამოს, "ენფილდზე" დაუპირისპირდება.