დუისელდორფის "ფორტუნასთან" გუშინდელ შეხვედრაში (4:1) მიუნხენის "ბაიერნისთვის" ორი უსიამოვნო მომენტი დაფიქსირდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მანუელ ნოიერმა მიიღო დაზიანება და მოედნის დატოვება მოუწია. ხოლო ბოლო წუთებზე მატს ჰუმელსიც დაიმტვრა.
"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-საიტის უწყებით, კაპიტანს ბარძაყის დაზიანება აქვს და მის რეაბილიტაციას 14 დღე დასჭირდება.
რაც შეეხება ჰუმელსს, მატს კუნთის მცირე პრობლემა შეექმნა და მისი დაზიანება სერიოზული არაა.
"ბაიერნი" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატისა და გერმანიის თასის მოსაგებად იბრძვის. მომდევნო ტურში მიუნხენელები შინ ბრემენის "ვერდერს" მიიღებენ.