მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ნიკო კოვაჩზე, ისაუბრა.
"მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება ძალიან რთულია, თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით. თავს ცუდად ვგრძნობ, როდესაც ადამიანს, რომელიც კლუბს დიდი ხანი ემსახურებოდა, უნდა ვუთხრა, რომ წასვლის დროა.
ხშირად ვამბობ, რომ 1991 წელს იუპ ჰაინკესის გათავისუფლება ჩემი მთავარი კარიერული შეცდომა იყო.
მომეწონა თუ როგორ გამოიყვანა ნიკო კოვაჩმა გუნდი საშემოდგომო კრიზისიდან. ახლა გუნდს გარდამავალი პერიოდი აქვს. ვფიქრობ, მოთმინებაა საჭირო", - განაცხადა ჰიონესმა.
47 წლის ხორვატი სპეციალისტისთვის სადებიუტო სეზონი რთული გამოდგა - "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალში "ლივერპულთან" გამოეთიშა, მაგრამ გერმანიის თასსა და ბუნდესლიგაში ბრძოლას აგრძელებს.
ნიკო კოვაჩმა ზაფხულში 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი.