მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა გარემარბმა, კინგსლი კომანმა, გუნდში თავის როლსა და ფრანკ რიბერისთან შედარებაზე ისაუბრა.
"ფრანკს თავისი კარიერა ჰქონდა, მე კი ჩემი მაქვს და ის სრულიად განსხვავებულია. მე ახალი რიბერი არ ვარ, მე - მე ვარ. შესაფერისი შესაძლებლობები მაქვს, რომ "ბაიერნში" წარმატებით ვიასპარეზო.
როგორც ვინგერმა, ბევრი გოლი უნდა გავიტანო. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ მსოფლიო დონემდე ბევრი მიკლია.
ჩვენთვის საჩემპიონო რბოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ "ლაიფციგთან" მატჩია. თუ ისეთივე კონცენტრირებულები ვიქნებით, როგორც დორტმუნდის "ბორუსიასთან", გამარჯვების საკმარისი შანსი გვექნება", - განაცხადა 22 წლის ფრანგმა.
კინგსლი კომანს ტრავმებმა არ მისცა "ბაიერნში" რეგულარულად თამაშის საშუალება. მიმდინარე სეზონში ფრანგს ასევე გაუცდა რამდენიმე თვე და სულ 22 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.