მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გერმანიის თასის 1/2 ფინალში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.
"რეკორდმაისტერმა" ბრემენში "ვერდერი" სანახაობრივ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა და გერმანიის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
"თუ ჩვენ დუბლს გავიფორმებთ, მაშინ ეს ძალიან კარგი სეზონი იქნება.
როდესაც მთავარი მწვრნთელი "ბაიერნში" თავის პირველ სეზონში გუნდს გერმანიის თასის ფინალში გაიყვანს და ბუნდესლიგაში ლიდერი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგ სამუშაოს ასრულებს", - განაცხადა ჰიონესმა.
"ბაიერნი" ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს და დორტმუნდის "ბორუსიას" ერთი ქულით უსწრებს. გერმანიის თასის ფინალში კი მიუნხენელები 25 მაისს "ლაიფციგს" შეხვდებიან.