მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კინგსლი კომანის მდგომარეობა შეაფასა.
"ეს კარგად არ გამოიყურება. ხვალინდელ დღეს უნდა დაველოდოთ, რათა მეტი დეტალი გავიგოთ.
იმედი მაქვს, რომ ის სამშაბათისთვის მზად იქნება".
ბუნდესლიგის 22-ე ტურში "რეკორდმაისტერმა" სტუმრად "აუგსბურგი" 3:2 დაამარცხა და 22 წლის ფრანგმა დუბლი გაიფორმა.
თუმცა თამაშის ბოლო წუთებზე კომანმა ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.