მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი, ხამეს როდრიგესის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგია.
"ხამესს ურჩევნია, რომ კლუბში დარჩეს. ის ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც "ბაიერნს" იდეალურად ერგება, ვინაიდან იცის როგორ ითამაშოს ფეხბურთი და როგორ მოიქცეს ბურთთან ერთად.
ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ასეთი მხოლოდ ორი მოთმააშეა: ტიაგო და ხამესი. როდესაც ისინი ერთად არიან მოედანზე, სტადიონი ფეთქდება, ვინაიდან ქომაგებმა იციან თუ რა შეუძლიათ ამ ბიჭებს.
ძალიან სამწუხარო იქნება თუ ხამესი "ბაიერნს" დატოვებს", - განაცხადა "კაიზერ ფრანცმა".
27 წლის კოლუმბიელი შემტევი მიუნხენელებმა ორწლიანი იჯარით ინათხოვრეს და მისი გამოსყიდვის უფლება ზაფხულამდე აქვთ.
"ბაიერნს" ხამესის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მიმდინარე სეზონში როდრიგესმა 28 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.