მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა, ნიკო კოვაჩის მომავალზე ისაუბრა.
"რუმენიგე ყოველთვის სკეპტიკური და პესიმისტია, მაშინაც კი, როდესაც კლუბი ორ ან სამ ტიტულს იგებს. "ბაიერნს" დუბლის გაფორმება შეუძლია, ეს სეზონი არც ისე ცუდია. ვფიქრობ, კალე ყველაფერში აჭარბებს.
ასევე ვერ გამიგია რატომ იწვევს გაუგებრობას ნიკო კოვაჩი. მან კარგი სამუშაო შეასრულა და გუნდის გადაწყობა დაიწყო.
მას ყველა წინაპირობა აქვს, რომ ახალი ეპოქა დაიწყოს. თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენ ტიტულს მოიპოვებს ამ სეზონში", - განაცხადა "გენერალმა".
47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა მიუნხენური გრანდი ზაფხულში ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგება შეუძლია.
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნი" 1/8 ფინალურ ეტაპზე "ლივერპულმა" გამოაგდო - სტუმრად 0:0, შინ 1:3.