დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ვინგერი, ვეტერანი ფრანკ რიბერი, ზაფხულში კლუბს დატოვებს.
"ბაიერნის" ღირსებას 12 წელია ვიცავ, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდებული დრო იყო. ახლა მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო რა იქნება ამის შემდეგ, მინდა დარჩენილი დროით მივიღო მაქსიმალური სიამოვნება.
არ ვიცი სად წავალ "ბაიერნის" შემდეგ. თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
ამ კლუბში თამაში ჩემი ოცნება იყო. 12 წლის განმავლობაში თამამად ვიბრძოდით და უამრავ ტიტულს ვიგებდით. 20-ზე მეტი ტიტული მოვიგე და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს მათ კიდევ ერთი ვერცხლის სასალათე მიემატება.
ამ მაისურის მორგება და თამაში უდიდესი სიამოვნება, პატივია, ამიტომ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მატჩების შემდეგ ის სულ სველი ყოფილიყო.
გულშემატკვირებმა იციან, რომ გული მაქვს და მათთან ყოველთვის გულწრფელი, კარგი ურთიერთობა მქონდა", - განაცხადა 36 წლის ლეგენდარულმა ფრანგმა.
ფრანკ რიბერი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და "ბაიერნთან" ერთად ისტორია დაწერა.
რიბერის "ბაიერნის" რიგებში სულ 21 ტიტული მოიგო, მათ შორის 8 ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგა.