მოგეხსენებათ, 27 დეკემბერს გამოცემა Globe Soccer-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ეს წოდება მადრიდის "რეალს" ერგო.
გამოკითხვაში ასევე მიუნხენის "ბაიერნი", კატალონიის "ბარსელონა" და ეგვიპტური "ალ აჰლი" მონაწილეობდნენ.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მეორე ადგილზე გამოკითხვაში სწორედ არაბული კლუბი გავიდა. მან ხმების 32% დააგროვა და "სამეფო კლუბს" 4%-ით ჩამორჩა.
მესამე ადგილზე "ბარსელონა" გავიდა, რომელმაც 18% დააგროვა, "ბაიერნი" კი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა 14%-ით.