"ჩელსი" და "ბაიერნი" იბრძვიან "პალმეირასის" გარემარბის, ესტევაო ვილიანის მოსაპოვებლად.
ორივე კლუბი სეზონის ბოლოს ფეხბურთელის შესაძენად მოლაპარაკებებს დაიწყებს. "ჩელსი" ამჟამად ლიდერობს რბოლაში, მაგრამ წყაროები ადასტურებენ, რომ "ბაიერნი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეიძინოს ფეხბურთელი, რომელსაც ისინი წლის დასაწყისიდან ადევნებენ თვალს.
"ბაიერნსა" და "პალმეირასს" შორის პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ბრაზილიური მხარე დაახლოებით 40 მილიონ ევროს და ბონუსებს ითხოვს.