მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ლაიფციგი" ვერ დაამარცხა და ჩემპიონობა გადადო.
"რედ ბულ არენაზე" საკმაოდ დაძაბული მატჩი გაიმართა, ნიკო კოვაჩის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის დაცვის ხაზი ვერ გატეხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლეონ გორეცკამ გოლი გაიტანა, მაგრამ საქმეში VAR ჩაერთო და გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, პარალელურად დორტმუნდის "ბორუსიამ" სახლში დუისელდორფის "ფორტუნა" 3:2 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.
დასკვნით ტურში მიუნხენური კლუბი საკუთარ მოედანზე ოთხეულისთვის მებრძოლ ფრანკფურტის "აინტრახტს" მიიღებს და იქ ეცდება ჩემპიონობის გაფორმებას.
"რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ზედიზედ მე-7 ტიტულს უმიზნებს.