გერმანიის ბუნდესლიგის დასკვნით ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე დიდებული შოუ დადგა - ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა და ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა.
მატჩის დაწყებამდე "რეკორდმაისტერმა" კლუბის ლეგენდები, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, და გამოცდილი ბრაზილიელი მცველი, რაფინია, ემოციურად გააცილა.